არჩევნები 2020

იმნაძე ცერემონიალზე: პოლიტიკურ სიმპათიაზე რომ არ მიანიშნებდეს, არც მივიდოდი

ქართული ოცნება

"რომ არ მიანიშნებდეს, არც მივიდოდი". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, ჟურნალისტის კითხვას, მიანიშნებს თუ არა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე მისი დასწრება ოცნებისადმი პოლიტიკურ სიმპათიაზე.

ჟურნალისტმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხა, დაესწრებოდა თუ არა მსგავს ღონისძიებას ოპოზიციას რომ მიეწვია, რაზეც იმნაძემ უპასუხა, რომ "ოპოზიციას გააჩნია", რადგან "ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს".

კოჯორში, "ბიოლის" კომპლექსში გამართულ ღონისძიებას, სადაც ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პაატა იმნაძეც იმყოფებოდნენ.

ცერემონიალს ასევე დაესწრნენ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები