ეკონომიკა

ივნისში გაცემული ხელფასების რაოდენობა დაახლოებით, 200 მილიონი ლარით შემცირდა

გასულ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადახდილმა საშემოსავლო გადასახადმა ჯამურად 197 მილიონი ლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი 2019 წლის ივნისში 238 მილიონ ლარს გაუტოლდა, კლება 17%-ს შეადგენს.

ამგვარად გამოდის, რომ წლიურ გამოსახვაში ქვეყანაში გაცემული ხელფასები 207 მილიონი ლარით შემცირდა. ეკონომიკური ვარდნის გარდა, ამ სტატისტიკაზე აისახა საგადასახადო შეღავათი, რომელიც მთავრობამ ბოლო პერიოდში დააწესა - კერძოდ 750 ლარამდე ხელფასების სრული გათავისუფლება გადასახადისგან და 1 500 ლარამდე ხელფასის ნაწილობრივ გათავისუფლება. 

საშემოსავლო გადასახადის მარჟა 20%-ს შეადგენს და მას უმთავრესად დაქირავებით დასაქმებულები იხდიან. გაცემული ხელფასების შემცირებაზე მეტყველებს უმუშევრობის კომპენსაციის რაოდენობაც - კერძოდ, 200 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციით, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებზე იყო გათვლილი, 220 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა.

გასულ თვეში თითქმის 38 მილიონი ლარით შემცირდა გადახდილი დღგ-ს ოდენობა, 42  მილიონი ლარით შემცირდა გადახდილი მოგების გადასახადის მოცულობაც.

კომენტარები