კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი

news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ბოლო შემთხვევების უმეტესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ია. 

მისი თქმით, ბოლო შემთხვევებიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. მისი თქმით, აქედან 6 ქალაქ გარდაბანში, 4 ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში.

"ყველაზე მეტი შემთხვევის რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალაში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის და მოსახლეობის რაოდენობა ამ სოფელში დაახლოებით 4 000-ია, ამ სამ სოფელში კი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 7 000 კაცია. დღეისათვის ამ სოფლებში ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 2% მოდის. ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი".- ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია და მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგიც ჩატარდება. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები