უკრაინა

უკრაინაში კაცმა ავტობუსი გაიტაცა და 20 ადამიანი მძევლად აიყვანა

Reuters

უკრაინის ქალაქ ლუცკში, ქალაქის ცენტრი კაცმა ავტობუსი გაიტაცა და 20 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შეიარაღებულია და აქვს ასაფეთქებელი ნივთიერება. ისმოდა გასროლის ხმაც. ავტობუსს ეტყობა ნატყვიარი. 

მოასახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი იზოლირებულია. პოლიციის საოლქო განყოფილების ხელმძღვანელის, იური კროშკოს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართულია უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრი. 

ცნობილია, რომ გამტაცებელმა სამართალდამცველებს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა. მას ტელეფონით უკავშირდებიან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პოლიციამ დაადგინა, რომ თავდმასხმელმა სოცმედიის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში სისტემით უკმაყოფილებას გამოხატავს.

კომენტარები