ფრენების აღდგენა

თურნავა: Air France აგვისტოს დასაწყისიდან თბილისი-პარიზის რეისზე კვირაში ორჯერ იფრენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფრანგული ავიაკომპანია Air France-ი აგვისტოს დასაწყისიდან პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს შორის კვირაში ორჯერ იფრენს.

ნათია თურნავას თანახმად, ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს თავად კომპანია განსაზღვრავს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანია Air Baltic-თან თბილისი-რიგის ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით.

"ვაგრძელებთ მოლაპარაკებას Air Baltic-თან და უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება". – აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, აირზენა კომერციულ ჩარტერულ რეისებს გააგრძელებს და მათი რაოდენობა წინა თვეზე მეტიც იქნება.

"16 ფრენა ექნება, იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა წინა თვეში. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი ძირითადად". – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

 

კომენტარები