კრიმინალი

სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, დ.თ. -მ არასრულწლოვანი გააუპატიურა". – აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ-ს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები