აზერბაიჯანი-სომხეთი

დეგნანი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ძალიან საშიშია და დიალოგით უნდა გადაწყდეს

0 კომენტარი
ფოტო: სქრინი ვიდეოდან/ტაბულა

დღეს, 21 ივლისს სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ ილაპარაკა.

კელი დეგნანის თქმით, აუცილებელია, რომ კონფლიქტი დიალოგის გზით გადაწყდეს, რისთვისაც შესაბამისი მექანიზმები არსებობს.

"შეშფოთებულნი ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან. ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და ის აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისათვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული, სანამ კიდევ უფრო გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი". – თქვა აშშ-ს ელჩმა.

კელი დეგნანს დაუსვეს კითხვა აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის გავრცელებული ცნობის შესახებაც, რომლის მიხედვითაც სომხეთს სერბეთმა შეიარაღება საქართველოს დახმარებით მიაწოდა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება". –თქვა აშშ-ს ელჩმა.

19 ივლისს აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედია Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ “საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს, ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, Haqqin-ის 19 ივლისს გამოქვეყნებული სტატია დეზინფორმაციულია და უამრავ უზუსტობას შეიცავს.

საპასუხოდ, Haqqin-მა გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია და ფოტოსურათები.

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები