რუსეთი

კრემლმა უარი თქვა გეგმაზე, რომლითაც რუსეთი უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში უნდა შესულიყო

Sick Chirpse

რუსეთის ნაციონალური განვითარების განახლებულ გეგმაში, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი გუშინ, 21 ივლისს მოაწერა, ვერ მოხვდა 2018 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში უნდა შესულიყო.

ამგვარი ჩანაწერი წინა დოკუმენტში 2018 წელს გაჩნდა, თუმცა განახლებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ის უკვე აღარ იძებნება. საკითხის კომენტირებისას, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩანაწერის გაუჩინარება "არასახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურით" ახსნა და განაცხადა, რომ "მიზნები უნდა იყოს რეალური და მიღწევადი."

პესკოვის თქმით, იგივე მიზეზებით აიხსნება სხვა გეგმების შესრულების ვადის გადაწევაც 2030 წლამდე. მაგალითად სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 78 წლამდე და სიღარიბის დონის ორჯერ შემცირება. 

თავდაპირველი გეგმის თანახმად ჩამოთვლილი მიზნების მიღწევაც 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი.

კომენტარები