უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა გამტაცებლის მოთხოვნით ვიდეო ჩაწერა, მძევლები გაათავისუფლეს [Video]

0 კომენტარი

უკრაინაში 44 წლის კაცმა, მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა და 13 ადამიანი მძევლად აიყვანა. მან 3 პირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გაათავისუფლა, მოგვიანებით კი, ზელენსკიმ მისი მოთხოვნით ვიდეო ჩაწერა რომელშიც ამბობს:

"ყველამ უნდა უყუროს 2005 წლის ფილმს Earthlings-ს"

ამის შემდეგ დარჩენილი ათი მძევალიც გაათავისუფლეს და გამტაცებელი დააკავეს. ის წარსულშიც იყო ნასამართლევი. მან თაღლითობის და იარაღის არალეგალური ფლობის გამო, ციხეში 10 წელი გაატარა.

მას შემდეგ, რაც მძევლები გაათავისუფლეს, ზელენსკიმ ვიდეო წაშალა. Earthlings-ი დოკუმენტური ფილმია, რომელსაც ჰოლივუდის მსახიობი ხუაკინ ფენიქსი ახმოვანებს. ის ცხოველთა უფლებებს შეეხება.

გამტაცებლის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, პოლიტიკოსებს საჯაროდ გამოეცხადებინათ, რომ ტერორისტები იყვნენ. ის ასევე აცხადებდა, რომ ერთ-ერთ საჯარო ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული და დისტანციურად აამოქმედებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები