არჩევნები 2020

კალაძე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატზე: ტურძელაძე არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს

instagram.com/kakhakaladze/

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"მინდა, ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის აუცილებლად ღირსეულად გაიმარჯვებს. მას აქვს რეალური შესაძლებობა, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს". – ამბობს თბილისის მერი. 

მისივე თქმით, ტურძელაძე გამგებლის თანამდებობას კანონით გათვალისწინებულ ვადებში დატოვებს. 

"მეამაყება, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ და შევძელით იმ სირთულეებზე და გამოწვევებზე ღირსეულად გვეპასუხა, რომელიც ვაკის რაიონს აქვს. პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. დღე და ღამის განმავლობაში მუშაობა მოგვიწევს, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არა მხოლოდ ვაკის რაიონში, არამედ მთლიანად დედაქალაქში". – ამბობს კალაძე.

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა

აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 46% ასახელებს ევროპული საქართველოს წევრს, ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას .

31% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 4% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი გამოკითხულთა 19%-მა თქვა.

კომენტარები