თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

მიხეილ რამიშვილი: გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს

ტაბულა

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. ადვოკატი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მარიამ ჯიშკარიანის ჩარევასაც აანონსებს.

"ჩენი მხრიდან საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი. ჩნდება ბევრი კითხვა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს". – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მანქანა ტყეში მწყემსმა იპოვა.

"ყველა კითხვას დავსვამთ გამოძიების წინაშე. დეტალურად იქნება გამოკვლეული და ყველა კითხვაზე პასუხი მოთხოვილი, არავის არაფერი შერჩება". – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს ფონიჭალიდან გაუჩინარდა, სახლიდან მანქანით გავიდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

მისმა ოჯახმა პოლიციას გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მიმართა.

გუშინ, 21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. 23 წლის ქალის ცხედარი დღეს თეთრიწყაროში მანქანაში იპოვეს.

კომენტარები