აშშ

ტრამპი აშშ-ს რამდენიმე ქალაქში დანაშაულთან ბრძოლისთვის უშიშროების ფედერალურ ძალებს გზავნის

დონალდ ტრამპი
BBC

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რამდენიმე ქალაქში დანაშაულთან საბრძოლველად უშიშროების ფედერალურ ძალებს გაგზავნის.

ამ ქალაქებს შორისაა ჩიკაგოც. დამატებითი ძალები უკვე გაგზავნეს პორტლენდსა და ორეგონშიც, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიმდინარე პროტესტის ფონზე ამან დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.

ოპერაციას ეწოდება „ლეგენდა“  4 წლის ლეჯენდ ტალიფეროს გამო, რომელიც კანზას სიტიში, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პრესკონფერენციას მოკლული ბიჭის დედაც ესწრებოდა. ოპერაციის ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს, მარშალის სამსახურის და სხვა ფედერალური სააგენტოების თანამშრომლები ადგილობრივ სამართალდამცავებთან ერთად იმუშავებენ. ტრამპმა დემოკრატული პარტიის წარმომადგენლები კრიმინალის წინააღმდეგ სისუსტის გამოვლენაში დაადანაშაულა. იმ ქალაქების ნაწილს, სადაც დამატებითი ძალები იგზავნება, სწორედ დემოკრატიული პარტიის წარმომადენლები მართავენ.

"არცერთ დედას არ უნდა, მოუკვდეს შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა უარი თქვეს იმის გაკეთებაზე, რაც საჭირო იყო სამეზობლოს და ქალაქის უსაფრთხოების დასაცავად". - თქვა მან.

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა თქვა, რომ კანზას სიტიში დამატებით 200 ფედერალური აგენტი გაგზავნეს. იმ ქალაქებში, სადაც კრიმინალის რიცხვი გაიზარდა, დამატებითი პოლიციელების ასაყვანად 60 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის ფედერალური გრანტიც გამოიყოფა. ამავე დროს მომიტინგეთა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი პოლიციის დაფინანსების შემცირებას მოითხოვს.

აშშ-ს ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები 25 მაისს პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ დაიწყო და ზოგიერთ ქალაქში აქამდე გრძელდება. მაგალითად, ქალაქ პორტლენდში პროტესტი 54 დღეა მიმდინარეობს. 22 ივლისს ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მას შემდეგ ზოგიერთ ქალაქში კრიმინალის რაოდენობამ იმატა. ჩიკაგოში გასულ წელთან შედარებით მკვლელობათა რიცხვი 34%-ით გაიზარდა.

კომენტარები