თბილისის ინფქციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს შენობის აშენების ან შეძენისთვის 40 მლნ ლარამდე გამოეყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს შენობის შეძენის ან ახალი შენობის აშენებისთვის 40 მილიონ ლარამდე გამოეყო. თქვა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

"თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს, მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიზიტით ვიმყოფებოდი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით.  

ის კლინიკური ჯგუფი, რომლსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს.  

რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელებისა და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას - ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოფა 40 მლნ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება და ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ", - თქვა გახარიამ. 

"ასე ვა­მარ­ცხებთ COVID-19-ს... ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა" - 25 მაისს საავადმყოფოს Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ჩადის შენობაში წვიმა. კადრებში ჩანდა, რომ მსგავსი მდგომარეობა ცენტრის რამდენიმე კაბინეტში იყო. 

კომენტარები