ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოორნავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 გაჩიანის წყაროდანაა, 2 კი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს წყაროს მოძიება.

ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურმა საავადმყოფომ დღეს ორი ახალი პაციენტი მიიღო, სულ კი კლინიკაში 30 პირი განაგრძობს მკურნალობას, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ ახალ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში მოქმედ კოვიდცენტრებში 196 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

დღეს, 23 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ბოლო მონაცემებით,ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 911 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები