ჯორჯ ფლოიდის საქმე

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი გადასახადების დამალვისთვისაც წარუდგინეს

დერეკ შოვინი

მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დერეკ შოვინს და მის ცოლს ბრალი გადასახადების დამალვისათვისაც წარუდგინეს.

შოვინი, რომელიც ჯორჯ ფლოიდს დაკავებისას მუხლით ყელზე აწვებოდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, უკვე დაპატიმრებულია და მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით სამართლდება. მის გარდა სამსახურიდან გაათავისუფლეს დაკავებაში მონაწილე სამი პოლიციელი და მათ წინააღმდეგ საქმე მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით არის აღძრული.

გამოძიების პროცესში გამოვლინდა, რომ შოვინმა და მისმა მეუღლემ სხვადასხვა სამსახურიდან არსებული შემოსავლები დამალეს და 38 000 აშშ დოლარამდე გადასახადები აქვთ გადაუხდელი. პროკურორი იმრან ალი ამბობს, რომ, შესაძლოა, ეს თანხა გაიზარდოს, რადგან გამოძიება კვლავ გრძელდება.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ზოგ ქალაქში გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები