ფართოზოლოვანი ინტერნეტი

თურნავა: Open Net-ის პროექტის ფარგლებში ოზურგეთში ფართოზოლოვან ინტერნეტს გავიყვანთ

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა იწყებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებას პროექტ Open net-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტის სიჩქარე გაიზრდება.

თურნავას განცხადებით, პირველი საპილოტე პროექტი ოზურგეთში შესრულდება და ის 49 დასახლებულ პუნქტს მოიცავს, რაც 8500 ოჯახზე მეტია. მინისტრის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის გაყვანა ოზურგეთში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ციფრულ ურთიერთობებზე გადასვლა მნიშვნელოვანია.

"კოვიდის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გადავეწყოთ დიჯიტალურ (ციფრულ) ურთიერთობებზე და გავხდეთ მეტად ინტერენეტიზირებული. უნდა განვითარდეს ელექტრონული სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროსთვის, ბიზნესისთვის, მცირე ბიზნესისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ, განათავსონ თავიანთი შეთავაზებები ინტერნეტში. ასევე, ფრილანსერებისთვის - ადამიანებისთვის, ვინც დისტანციურად დასაქმდება და შეასრულებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ინტერნეტის მეშვეობით" - თქვა მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები