ABBA

ABBA 35-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - ჯგუფი 5 ახალ სიმღერას გამოუშვებს

ABBA

შვედური ჯგუფი ABBA 35-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და 2021 წელს ხუთ ახალ სიმღერას გამოუშვებს.

ჯგუფის წევრებმა - ბენი ანდერსონმა, ანი-ფრიდ ლიუნგსტადმა, აგნეტა ფელტსკუგმა და ბიორნ ულვეუსმა 2018 წელს თქვეს, რომ ისინი ორი ახალი სიმღერით დაბრუნდებოდნენ, თუმცა გეგმები შეიცვალა.

ამასთან ერთად, ABBA ჰოლოგრამულ მსოფლიო ტურნესაც გამართავს.

"ჩვენ, ოთხივე, ვგრძნობთ, რომ 35 წლის შემდეგ სახალისო იქნება კვლავ გაერთიანება და ჩამწერ სტუდიაში მისვლა." - წერია ჯგუფის განცხადებაში.

ABBA 1972 წელს შეიქმნა სტოკჰოლმში. 1974 წელს მათ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვეს და ამის შემდეგ მათმა ცნობადობამ მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად მოიმატა. 1974 წლიდან 1982 წლამდე ჯგუფის სიმღერები მუდმივად ხვდებოდა ჩარტების სათავეში.

შვედური ჯგუფი 1982 წელს დაიშალა და 2016 წელს წევრები კვლავ გაერთიანდნენ.

კომენტარები