გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადვოკატი: ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ნახა 19 ივნისის ღამეს მანქანაში, მერე პოლიციაში

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო.

ეს ზ.ხ-ს ადვოაკტმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ამირხანაშვილმა მოწმე ნახა 19 ივნისის ღამეს მანქანაში და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

"ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. მან ასევე თქვა, რომ ზ.ხ ნანახი ყავს პოლიციაში, რომელმაც მას მისცა ნამცხვარი, იმიტომ რომ მშიერი იყო. ეს ასახულია ოქმში და ხელი არის მოწერილი.

ამირხანაშვილმა თქვა, რომ ზ.ხ მანქანაშიც ნანახი ყავს. მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ-მ რამე შეურაცხყოფა მიაყენა". - თქვა გელხაურმა.

დღესვე უწყებაში ვიდეომასალის დასათვალიერებლად დაბარებულია ანა გაბეჩავა და დიჯეი კოკო ღიბრაძე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისავე თქმით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები