თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 24 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და აფხაზეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხაზინის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წავკისის, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის მე-3 ქუჩის, რეხის, ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით გარეჯელის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის და ნინო წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - აცხადებს თელასი.

კომენტარები