აია-სოფია

კვლავ მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა პირველად ტარდება [Video]

0 კომენტარი
აია-სოფია

კვლავ მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა პირველად ტარდება. კორონავირუსის გამო დაცულია უსაფრთხოების სპეციალური ზომები. შეზღუდების გამო ლოცვას 500 მუსლიმი ესწრება. ნაწილი აია-სოფიას გარეთ არის შეკრებილი. აია-სოფიაში ლოცვას დაესწრება პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.

აია-სოფია მოცველებისთვის მთელი დღის განმავლობაში დარჩება ღია. მათ მოუწოდეს, თან იქონიონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია. მისულებს შეუმოწმებენ ტემპერატურასაც. ადგილზე მობილიზებული არიან უსაფრთხოების და ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები. გახსნის დღესთან დაკავშირებით სტამბოლში რამდენიმე ქუჩა გადაეკეტა, აია-სოფიაში მისვლის მსურველებს კი ავტობუსები უფასოდ ემსახურებიან.

პირველ ლოცვაზე დასასწრებად მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, გარდა სახალხო დემოკრატიული პარტიისა, რომელსაც ერდოღანის მთავრობა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ადანაშაულებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა მიწვევაზე უარი თქვა.

მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიას მარმარილოს იატაკი ხალიჩით დაფარეს. ლოცვისას ფარდა ჩამოეფარება საკურთხეველში, გუმბათზე გამოსახულ ფრესკებსაც. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ აია-სოფია მნახველებისთვის კვლავ ღია იქნება.

Reuters.png

ფოტო: Reuters

აია-სოფიას მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ გაცემული ბრძანება ყოფილი ტაძრის მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე გააუქმა. იმავე დღეს ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას მოაწერა ხელი.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები