კორონავირუსი საქართველოში

CRRC: მართლმადიდებელთა 44% არ ეთანხმებოდოდა პანდემის დროს ერთი კოვზით ზიარებას

CRRC-საქართველოს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებრივ განწყობებს ეხება, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დადებითი რეიტინგი და ნდობა გაიზარდა, მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა პანდემიის დროს ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკის გაგრძელებას. 

კვლევის მიხედვით გასულ წელს სააღდგომო წირვაზე ეკლესიაში მართლმადიდებელი მრევლის 41% წავიდა, წელს კი მხოლოდ 4%. შესაბამისად, 91%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად ეკლესიაში წავიდა. 

რაც შეეხება ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებას, 33% ეთანხმებოდა, 44% კი - არა. პასუხად "არ ვიცი" 21%-მა გასცა. 

CRRC-საქართველომ 23 ივლისს წარადგინა ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში Covid-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა. 

კვლევა მობილური ტელეფონების ნომრებით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა და სულ 6-ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავდა, მეორე - 7 მაისიდან 10 მაისამდე, მესამე 14 მაისიდან 17 მაისამდე, მეოთხე 21 მაისიდან 23 მაისამდე, მეხუთე 28 მაისიდან 31 მაისამდე, ხოლო მეექვსე 4 ივნისიდან 6 ივნისამდე პერიოდს. 

ცდომილების ზღვარი 3%-3.1%-ია. დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. 

ამავე თემაზე:

კომენტარები