Disney

DISNEY-მ მულანი კალენდრიდან ამოიღო, გადაიდო STAR WARS-ის და AVATAR-ის გამოსვლაც

Disney-მ მულანის ეკრანიზაციის გამოსვლა განუსაზღვრელი დროით გადადო, ასევე გადაიწია Star Wars-ისა და Avatar-ის სიქუელების გამოსვლის თარიღებმაც.

23 ივლისს, ხუთშაბათს, კომპანიის წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის გამო კინოთეატრების დახურვამ და გადაღებების შეჩერებამ დიდი პროექტების დროში გაწელვა გამოიწვია.

"[გლობალური პანდემიის გამო] ჩვენ გვიწევს, რომ შევცვალოთ გეგმები Mulan-თან დაკავშირებით მანამდე, სანამ არ მოვიფიქრებთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოდ ვაჩვენოთ ფილმი მთელ მსოფლიოს." - თქვა Disney-ს წარმომადგენელმა.

Mulan-ის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 2020 წლის მარტში უნდა გამოსულიყო.

ნახეთ Disney-ს ფილმების გამოსვლის ახალი თარიღები:

  • The Personal History of David Copperfield - 2020 წლის 28 აგვისტო;
  • Death on the Nile - 2020 წლის 23 ოქტომბერი;
  • The Empty Man - 2020 წლის 4 დეკემბერი;
  • The French Dispatch - გადაიდო განუსაზღვრელი დროით;
  • Antlers - 2021 წლის 19 თებერვალი;
  • The Last Duel - 2021 წლის 15 ოქტომბერი;
  • Avatar 2 - 2021 წლის 16 დეკემბერი;
  • Star Wars - 2023 წლის 22 დეკემბერი;
  • Avatar 3 - 2024 წლის 24 დეკემბერი;
  • Star Wars - 2025 წლის 19 დეკემბერი;
  • Avatar 4 - 2026 წლის 18 დეკემბერი;
  • Star Wars - 2027 წლის 17 დეკემბერი;
  • Avatar 5 - 2028 წლის 22 დეკემბერი.

კომენტარები