აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

სუს: აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ დატყვევებულ სამ მოქალაქეს ათავისუფლებს

radiotavisupleba.ge

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ დატყვევებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ათავისუფლებს, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს. სუს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს ტაბულასაც.

სუს-ის ცნობით, გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეები მიხეილ ლამანძია, ვახტანგ ლამანძია და ბუთხუზ კვირკვია არიან.

უწყების წარმომადგენლები მოქალაქეებს ენგურის ხიდზე ელოდებიან.

კომენტარები