კორონავირუსი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ კაცს სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა

Tom Wolf

ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსულ შუახნის კაცს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ტაბულას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა. 

ოდიშარიას ინფორმაციით, კაცი ენგურჰესის თანამშრომელია. ის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, შუახნის კაცს PCR ტესტირება ჩაუტარდება.  

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 45 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური მონაცემებით, მათგან 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები