არჩევნები 2020

საბურთალოს ოლქში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება

ლელო

პარტიის ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. 

მისი თქმით, საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, "სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებები". 

"საბურთალოს მცხოვრებლებმა, რომლებიც ამდენი წელია განიცდიან გაჭირვებას, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, ყოველდღიურად, მათ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს, არა მხოლოდ საბურთალოს მაცხოვრებლებზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიურ წვლილზე".- ამბობს ჯაფარიძე. 

საბურთალოს ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოა. 

საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი და, ასევე, პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი. 

ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჯერ არ წარუდგენიათ. 

კომენტარები