ალექსანდრე კობაიძე

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების ადვოკატი რუსთავის მაჟორიტარობას გეგმავს

რუსთავი2

ალექსანდრე კობაიძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატია, რუსთავში მაჟორიტარად კენჭს იყრის.

ამის შესახებ ფეისბუქზე მან თავად დაწერა.

"მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება, ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.

მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.

P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე". – დაწერა კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე, შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების გარდა, ასევე არის კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი. ასევე იცავს ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, დავით აქიაშვილის ინტერესებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

კომენტარები