ოლივია დე ჰავილანდი

ფილმ "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი, ოლივია დე ჰავილანდი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

Variety

ფილმ "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი, ოსკაროსანი ოლივია დე ჰავილანდი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ჰავილანდმა ოსკარი ორჯერ მოიპოვა, ფილმებისთვის - To Each His Own და The Heiress. ასევე, ნომინირებული იყო ფილმებისთვის Gone With the Wind, The Snake Pit, და Hold Back the Dawn. 

მსახიობი პარიზში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.  

"გასულ ღამეს მსოფლიომ საერთაშორისო განძი დაკარგა. მე კი საყვარელი მეგობარი და ძვირფასი კლიენტი დავკარგე", - თქვა მისმა ყოფილმა ადვოკატმა, სუზელ სმიტმა. 

ოლივია დე ჰავილანდმა კარიერა 1930-იან წლებში დაიყო. მას 50-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ოლივია დე ჰავილანდი ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი ვარსკვლავი იყო ფილმიდან "ქარწაღებულნი". ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავი, მსახიობი კირკ დულგასი 6 თებერვალს გარდაიცვალა, 103 წლისა.

კომენტარები