ახალი კორონავირუსი საქართველოში

ახალი შემთხვევებიდან 4 შემოტანილია, 1 ინფიცირებულთან კონტაქტია, ერთის წყარო გაჩიანია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, კორონავირუსის დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთის წყარო გაჩიანია.

ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა. ამ ეტაპზე კლინიკაში 41 პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი 2 მძიმე პაციენტის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია, დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 922 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები