ამინდი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი - როგორი ამინდი იქნება 30 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისს, დღის ბოლოდან, 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგგან ძლიერი. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები