თურქეთი

თურქეთში ავტობუსის გადატრიალების შედეგად 5 ჯარისკაცი და მძღოლი დაიღუპნენ

თურქეთში ავტობუსის გადატრიალების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ავტობუსის მძღოლი და 5 სამხედრო პირი. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, მერსინის პროვინციაში მოხდა.

ავტოავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები კიდევ ათმა ჯარისკაცმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ავტოკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები