ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია

Befunky

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ჟიურის წევრების სრული სია გამოაქვეყნეს.

მთავარი კონკურის ჟიურის თავმჯდომარე, ავსტრალიელი მსახიობი, ქეით ბლანშეტი იქნება. მასთან ერთად საუკეთესო ნამუშევრებს ფრანგი მსახიობი, ლუდივინ სენიე; რეჟისორები: ჯოანა ჰოგი, კრისტი პუიუ, კრისტიან პეტცოლდი, ვერონიკა ფრანცი და იტალიელი მწერალი, ნიკოლა ლაჯოია შეაფასებენ.

მნიშვნელობით მეორე კონკურსის, ჰორიზონტების, ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი რეჟისორი, კლერ დენია. გამარჯვებულების გამოვლენაში მას პროდიუსერი, კრისტინ ვაჩონი, რეჟისორები: ოსკარ ალეგრია, ფრანჩესკა კომენჩინი და ისრაელის კინოფონდის დირექტორი, კატრიელ შორი დაეხმარებიან.

ვირტუალური რეალობისთვის შექმნილ ნამუშევრებს ლეგენდარული იაპონელი თამაშების შემქმნელი ჰიდეო კოჯიმა შეაფასებს.

კინოფესტივალი მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დაიწყება. კონკურსში მონაწილე ფილმების სრული სია 28 ივნისს გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები