თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), თელავის, კობარეთის, წინანდლის, ავლიპ ზურაბაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას მე-III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ნაკადულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, ნადიკვარის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ირაკლი უჩანეიშვილის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები