ტვ პირველი

დიანა ტრაპაიძე ტვ პირველზე ბრუნდება

Diana Trapaidze/Facebook.com

დიანა ტრაპაიძე ტვ პირველზე ბრუნდება.

ინფორმაცია ტაბულას არხის დირექტორმა, ვატო წერეთელმა დაუდასტურა.

ჟურნალისტმა ტელეკომპანია 2020 წლის 15 ივნისს დატოვა. ტრაპაიძემ მაშინ თქვა:

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა".

რამდენიმე დღით ადრე ტვ პირველი ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს და მიზეზად "თანამშრომლობის რესურსის ამოწურვა" დაასახელეს.

ჟურნალისტი კვლავ ტოკ-შოუ დღის ამბების წამყვანი იქნება.

კომენტარები