აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პომპეოსა და გახარიას საუბარი - რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და რას ავრცელებს მთავრობა

სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს. სამთავრობო მედიებმა სწორედ ამ სათაურით გაავრცელეს ინფორმაცია. 

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებული ქება ნახსენები არაა და ის მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეომ შეაქო კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივი პროპორციული საარჩევნო სისტემა და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების აუცილებლად განხორციელების მნიშვნელობას. 

პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში, აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. 

კომენტარები