არჩევნები 2020

გახარია: პომპეოსთან ხაზგასმით აღვნიშნე სამართლიან არჩევნებზე ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება

"ხაზგასმით აღვნიშნე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და წლევანდელ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება", - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან საუბრის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.  

"დღეს ვესაუბრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ. 

საუბრისას მადლობა გადავუხადე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერის გამო". – წერს გიორგი გახარია.  

 

კომენტარები