ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რესპუბლიკელებმა $3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინეს

სენატორი მიტჩ მაკკონელი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
GETTY IMAGES

რესპუბლიკელებმა სენატორებმა ახალი გეგმა წარმოადგინეს, რომლის ფარგლებშიც პანდემიისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად 1 ტრილიონი დოლარი უნდა გამოიყოს.

გეგმის ფარგლებში 100 მილიარდი დოლარი სკოლებისთვის და მოსახლეობისთვის 1 200 დოლარამდე დახმარებისთვისაა გათვალისწინებული.

ახალი გეგმის ფარგლებში ეს ფინანსური დახმარება ჩაანაცვლებს პანდემიის პირობებში უმუშევრობის დამატებით 600$-იან დახმარებას. ყოველკვირეული $600-იანი უმუშევრობის დახმარება 200$-მდე შემცირდება, მანამ სანამ შტატები ახალ სისტემას არ შეიმუშავებენ, რომლის ფარგლებშიც უმუშევრად დარჩენილების უკანასკნელი შემოსავლის 70%-ი ანაზღაურდება.

უმუშევრობის დახმარების ეს შემცირება ასახავს მღელვარებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამინდელი სისტემა ხელს უწყობს ხალხს არ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, ვინაიდან უმუშევრობის დახმარება მიმღებთა ორი მესამედისათვის იმაზე მეტია, ვიდრე მათი ხელფასი იყო. 

სენატორ მიტჩ მაკკონელის განცხადებით, რესპუბლიკელებს სურთ გააგრძელონ უმუშევრობის დახმარების პროგრამა, მაგრამ იმ სახით, რომ დახმარებამ ხელი არ შეუშალოს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას და ბიზნესების გახსნას. გარდა სკოლებისთვის და ოჯახებისთვის პირდაპირი დახმარებისა, რესბულიკელებს სურთ გაატარონ კანონმდებლობა, რომელიც ბიზნესებს დაიცავს. 

დემოკრატი სენატორის ჩაკ შუმერის განცხადებით, ახალი შემოთავაზება დაგვიანებულია. პანდემიის დაწყებიდან 15 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური. ხუთიდან ერთი ამერიკელი უმუშევრობის დახმარებას იღებს და ოჯახების ნახევარს შემოსავალი შეუმცირდა. 

სენატორ შუმერის თქმით, რესპუბლიკელების გეგმა 30%-ით შეამცირებს დახმარებას, მაშინ როცა ადამიანების უმეტესობას სამუშაო ადგილზე დაბრუნება არ შეუძლიათ. დემოკრატი სენატორის თქმით, შტატებისთვის ახალ სისტემაზე გადასვლა თითქმის შეუძლებელი იქნება და უმუშევრობის დახმარების მიღებას კვირებით, შესაძლოა თვეებითაც კი დააგვიანდეს.

დემოკრატებმა საკუთარი 3 ტრილიონ დოლარიანი გეგმა შეიმუშავეს. მათ სურთ, რომ დააფინანსონ ადგილობრივი მთავრობები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის შემცირების გამო ბიუჯეტი შეუმცირდათ. დემოკრატი სენატორების უმეტესობა ეწინააღმდეგება უმუშევრობის დახმარების შემცირებას. მათ სურთ დახმარების პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდეს. 

წარმომადგენელთა პალატის წევრის, ნენსი პელოსის განცხადებით, ისინი არ დაუჭერენ მხარს გეგმას, რომლის თანახმადაც პირველადი საჭიროების სფეროებში დასაქმებულები იძულებულები იქნებიან სამსახურს დაუბრუნდნენ, მაშინ როცა მათი დამსაქმებელი პასუხისმგებლობას არ იღებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე და, თუ ვინმე COVID-19-ით დაინფიცირდება ისინი რესურსების გარეშე დარჩებიან, ვინაიდან მათი სამუშაო ადგილი კანონით იქნება დაცული.

სენატორ მიტჩ მაკკონელის განცხადებით, ის ელის, რომ მოლაპარაკებები ახალ გეგმაზე რამდენიმე კვირას გაგრძელდება. სენატორს მოუწევს საკუთარი პარტიის წევრებიც დაარწმუნოს ახალი გეგმის უპირატესობაში. რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი სამთავრობო ვალების გაზრდაზე ღელავს და ეწინააღმდეგება ხარჯების გაზრდას.

კორონავირუსისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად აშშ-ს ხელისუფლებამ უკვე დახარჯა 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტი.

კომენტარები