NDI-ს კვლევა

NDI: 52% თვლის, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა, 30%-ის აზრით, გამიზნულად გავრცელდა

Shannon Stapleton/Reuters

NDI-ს 2020 წლის ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაშია შექმნილი.

აქედან 30% თვლის, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22%-ის აზრით ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა.

გამოკითხულთა 13%-ის აზრით, ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 3% კი მიიჩნევს, რომ ის საერთოდ არ არსებობს.

რესპოდენტთა თითქმის ერთ მესამედს, 32%-ს, არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი.

კომენტარები