ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

0 კომენტარი
ფოტო: Variety

ოსკაროსანი ტომ ჰენქსი და მისი ცოლი, მსახიობი რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ავრცელებს.

მიცოტაკისმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვარსკვლავურ წყვილს საბერძნეთის პასპორტები უჭირავს. 

უილსონს ბერძნული ფესვები აქვს, 1988 წელს ჰენქსმა ქორწინების შემდეგ მართლმადიდებლობა მიიღო. წლების განმავლობაში ვარსკვლავური წყვილი კუნძულ ანტიპაროსზე ისვენებს. 

2020 წლის დასაწყისში საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა ჰენქსის ნატურალიზაციის საბუთს მოაწერა ხელი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები