NDI - ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 10% თვლის, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტს უკავშირდება

0 კომენტარი
ფოტო: bbcimg.co.uk

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხუთი ჯი (5G) ინტერნეტთან არის დაკავშირებული. 

გამოკითხულთა 45% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 30%-მა არ იცის, 16%-ს კი არასდროს სმენია 5G ინტერნეტის შესახებ. 

ფოტო: www.ndi.org

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები