კრისტოფერ ნოლანის TENET-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Droid Journal

კინოსტუდია Warner Bros-მა კრისტოფერ ნოლანის მომავალი ბლოკბასტერის, Tenet-ის გამოსვლის თარიღად 26 აგვისტო დაასახელა. 

თრილერი აშშ-ს გარდა იტალიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში გამოვა. დისტრიბუტორი ქვეყნების სია პრემიერის თარიღის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება. გამოვა თუ არა ფილმი ჩინეთში ამ ეტაპზე უცნობია. ჩინეთის მთავრობამ ორ საათზე მეტი ქრონომეტრაჟის მქონე ნამუშევრების ჩვენება აკრძალა. Tenet-ის ქრონომეტრაჟი 2 საათსა და 29 წუთს შეადგენს. 

თავდაპირველად ბლოკბასტერის გამოსვლა 17 ივლისს იგეგმებოდა. თარიღი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ შეიცვალა.

კომენტარები