ქართული ოცნება

"მადლობა ივანიშვილს, რომ დაგვაბრუნა შავ-ბნელ 90 იანებში" - ოცნების ოფისთან აქცია გაიმართა

ფორმულა

ქართული ოცნების ოფისთან სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია გამართეს. აქტივისტებს ხელში სათამაშო იარაღები ეჭირათ, რითაც იმას გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანა 90-იან წლებში დააბრუნა. აქტივისტებმა სიმბოლურად 90-იანი წლების რუსული სიმღერაც ჩართეს.  

აქციას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფის წევრი, თორნიკე მამალაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო იმ დროში დააბრუნა, როცა ქვეყანაში ძალადობა, მკვლელობა, იარაღის ჩადება და გაუპატიურება ხდებოდა. 

"მინდა აი ამ ბოროტების ქარხანას და მის შემოქმედს, ბიძინა ივანიშვილს გადავუხადოთ მადლობა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვაბრუნა შავ-ბნელ 90-იან წლებში, სადაც იყო ძალადობა, მკვლელობა, იარაღის ჩადება, გაუპატიურება. დაგვაბრუნა იმ წარსულში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და იმ წარსულში, რომელიც რუსეთთან ასოცირდებოდა და იმის მაგივრად, რომ განვითარებისა და ევროკავშირისკენ გვევლო, ვხედავთ, რომ დღეს, საქართველო რუსეთის კლანჭებში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოექცა". – თქვა მამალაძემ.  

კომენტარები