დაკარგული მოზარდები

დედოფლისწყაროში დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინ დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ერთერთი მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, ორი საათის წინ გავრცელდა. შსს-ს ცნობით, მეორე მოზარდი ისანში იპოვეს.

მოზარდები სახლიდან გუშინ, 27 ივლისს გავიდნენ. პოლიციამ მათი სამძებრო სამუშაოები დღეს დაიწყო.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები