თამარ ბაჩალეიშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

Screenshot/Mtavari

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება. 

ამის თაობაზე მთავარის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა ხდება და ხომ არ შეიძლება ივარაუდონ, რომ გამოძიებამ მისი პირადი კომპიუტერი გახსნა.

"ამის თაობაზე მე არაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ძალიან მალე მე ექსპერტიზის ბიუროში მივდივარ და ამ კომპიუტერთან დაკავშირებით ბევრ საკითხს გავარკვევ და ვნახოთ, შეიძლება რადიკალურად სხვა ინფორმაცია გავარკვიო. მე წინასწარ, ახლა, არაფერს გეტყვით". – პასუხობს რამიშვილი.

ჟურნალისტის ხელახლა დასმულ კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ გახსნილი იყოს კომპიუტერი, ადვოკატი პასუხობს:

"არა, ეგ კომპიუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე და მე ვიქნები ისეთ ჩემ წარმომადგენელთან ერთად, რომელიც თუ გახსნილი იქნება კომპიუტერი ჩემი თანდასწრების გარეშე ხელმეორედ, ეს დადასტურდება და თუ გაიხსნება, ჩემი თანდასწრებით, ჩემ წარმომადგენელთან ერთად და მხოლოდ და მხოლოდ იქნება პირველადი გახსნა. სხვანაირად ყველაფერს ვიმოქმედებ და ყველანაირ ექსპერტიზას ჩავატარებ დამატებით რომ არ მოხდეს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მე კითხვის ნიშნებს დამიტოვებს."

მისივე თქმით, თუ კომპიუტერი გაიხსნება, მხოლოდ ის ინფორმაცია გასაჯაროვდება, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის, ნათელს მოჰფენს მის გარდაცვალებას, ხოლო გამოძიებას მიეცემა იმის საშუალება რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები