სროლა წყნეთის გზაზე

წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძის ავტომობილის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი

0 კომენტარი
ფოტო: IPN

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განცხადებით, წყნეთის გზაზე მისი მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სულაბერიძისთვის უცნობია, ვინ ისროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ." – პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ სულაბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლერი სულაბერიძის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, სხვა დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ, – "ვერაფერს გეტყვით და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. დეტალები უნდა გავიაროთ და მოგვიანებით მოგახსენებთ".

ინტერპრესნიუსი წერს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები