banksy

BANKSY სამ ნახატს ყიდის, რათა პალესტინაში არსებულ საავადმყოფოს დაეხმაროს

0 კომენტარი

ბრიტანელი არტისტი, Banksy, აუქციონზე თავის სამ ნახატს ყიდის, რათა პალესტინაში არსებულ საავადმყოფოს დაეხმაროს.

მოსალოდნელია, რომ ნახატების საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

აუქციონი ლონდონში ჩატარდება. Banksy თანხით პალესტინის ქალაქის, ბეთლემის საავადმყოფოს ბავშვების რეაბილიტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენაში დაეხმარება.

არტისტს, რომელიც თავის იდენტობას დღემდე მალავს, ზეთის საღებავებით  სამი ტრადიციული სტილის ნამუშევარი აქვს დახატული.

ნახატებში Banksy მიგრანტების კრიზისს ეხმაურება, როდესაც ათასობით ადამიანმა ომისგან თავის დაღწევა ოკეანის მეშვეობით სცადა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები