ახალი კორონავირუსი საქართველოში

NCDC: ახალი კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის

საქართველოში ახალი კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა, 980 აღწერილი შემთხვევიდან, 272 იყო, აქედან კი 127 შემთხვევა (46.6%), ანუ იმპორტირებულ შემთხვევათა თითქმის ნახევარი, რუსეთიდანაა. 23 შემთხვევა (8.4%) – თურქეთიდან, 22 შემთხვევა (8%) – აზერბაიჯანიდან, ხოლო 21 შემთხვევა (7.7%) – სომხეთიდანაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2020 წლის 11 ივლისის მონაცემებია ასახული.


ფოტო: NCDC

კომენტარები