კრიმინალი

შსს: ორი კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ, აქედან ერთი - ე.წ კანონიერი ქურდის ძმაა (ვიდეო)

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი ორი პირი - ერთერთი ქართველი "კანონიერი ქურდის" ძმა, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ და ასევე, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ ., დააკავეს. მათ ბრალი "ქურდული სამყაროს" წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ბ. და კ.კ. "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ. პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". – აცხადებს შსს.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები