ცელნამგალა ვეშაპი

"მკვლელი ვეშაპი", რომელიც მკვდარ შვილს 17 დღე გლოვობდა, ისევ ორსულად არის

2019 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო/2020 წლის ივლისში გადაღებული ფოტო

ორი წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ცელნამგალა ვეშაპი [იგივე "მკვლელი ვეშაპი"] 17 დღის განმავლობაში თავის მკვდარ შვილს თან ატარებდა და მას გლოვობდა.

ახლა, იგივე, ვეშაპი ისევ ორსულად არის.

ამის შესახებ მკვლევარებმა დრონით გადაღებული ფოტოებიდან შეიტყვეს. მათ ერთმანეთს შეადარეს 2019 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო, სადაც ცხოველი რამდენიმე კვირის ორსულია და 2020 წლის ივლისში გადაღებული ფოტო, სადაც ცხოველი ორსულობის ბოლო ეტაპზეა.

ცელნამგალა ვეშაპების ორსულობა 17 ან 18 თვე გრძელდება ხოლმე.

2019 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო/2020 წლის ივლისში გადაღებული ფოტო

კომენტარები