საუდის არაბეთი

კორონავირუსის გამო მექაში ჰაჯის შესასრულებლად მხოლოდ 10 000 ადამიანს ელიან [ფოტოები]

0 კომენტარი
ჰაჯი მექაში 2020 წელს და 2019 წელს ფოტო: AFP

საუდის არაბეთში ჰაჯი დაიწყო. კორონავირუსის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მექაში პილიგრიმების რიცხვი. წელს მექაში მხოლოდ 10 000-ს მომლოცველს ელიან. ჰაჯის შესასრულებლად მექაში ჩვეულებრივ ორ მილიონამდე მუსლიმი ჩადის.

მექაში ჩასვლა პილიგრიმებმა გასული კვირის ბოლოს დაიწყეს. მათ გაუზომეს სიცხე და ჩაუტარეს ტესტები. მლოცველებისთვის სავალდებულოა დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება. ჰაჯში შესრულებამდე და წმინდა ადგილის მოლოცვის შემდეგ პილიგრიმებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

2020 წელს საუდის არაბეთმა კორონავირუსის გამო ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს პილიგრიმობა აკრძალათ. მუსლიმების წმინდა ქალაქის მონახულებას მხოლოდ საუდის არაბეთში მცხოვრები ადამიანებისთვის გახდა შესაძლებელი.

საუდის არაბეთის ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 272,590 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2,816 ადამიანი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები