ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სატესტო რეჟიმში დაიწყო მოძრაობა [Video]

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სატესტო რეჟიმში დაიწყო მოძრაობა. 3 ღამის განმავლობაში ავტობუსების და სამარშუტო ტაქსების მძღოლები ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში იმოძრავებენ, რათა მოძრაობის შეცვლილი მიმართულება აითვისონ. სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის თქმით, ეს სტანდარტული პროცედურაა და ყოველ ახალ მარშრუტზე მძღოლები სატესტო გავლებს გადიან. მისივე თქმით, სატესტო გავლაში მონაწილეობას მარშრუტზე მომუშავე ყველა მძღოლი მიიღებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 ივლისს გამოაცხადა, რომ ტესტირება 00:00 საათზე დაიწყებოდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო ის დაგვიანდა და მხოლოდ შუაღამის 2 საათზე დაიწყო, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მიმართულებების გამოცდა დილის 4 საათის ნაცვლად 6 საათზე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მძღოლები, რომლებიც ტესტირებაში მონაწილეობდნენ პირბადეებს არ ატარებდნენ. მათ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

თბილისის მერი, რომელიც სატესტო მგზავრობას არ დასწრებია ამტკიცებს, რომ ყველაფერი გათვლილია და პრობლემები არ შეიქმნება. მისივე თქმით, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, საპატრულო პოლიციის დახმარებით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. განახლებული სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან უნდა დაიწყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები